"საზოგადოებას ფაქტობრივ ინფორმაციებს რომ არასწორად აწვდი..." - კახა კოჟორიძე შს მინისტრს აკრიტიკებს

23:36 04-17-2018
148

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს. 

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360გრადუსი“ საუბრისას კოჟორიძემ შს მინისტრს მოუწოდა, დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას საზოგადოებას უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს, რომელიც ფაქტობრივ სიზუსტეზე იქნება დამყარებული. 

„როდესაც შს მინისტრი ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს, სასურველი იქნება საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გაზრდილია?! რასთან შედარებით არის გაზრდილი?! ადრე რა ტიპის კვლევა იყო?! რა ტიპის სტატისტიკა იყო?! ახლა რა ტიპის სტატისტიკაა და ა.შ. საზოგადოებას ფაქტობრივ ინფორმაციებს რომ არასწორად აწვდი, იმიტომ უჭირთ დასკვნების გამოტანა“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

შს მინისტრის განცხადებით, თუ გადავხედავთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია. მისი თქმით, არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია.