ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა. ბაღში სასწავლო პროცესი დილიდან შეწყვეტილია. აქციის მონაწილეები 109-ე ბაღის დახურვას აპროტესტებენ.
ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბავშვები სხვა ბაღებში, სადაც ისინი გადაანაწილეს, არ მიჰყავთ. მშობლები და პედაგოგები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
შეგახსებთ, რომ 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.
N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.