დოდო აფრასიძე მთავარ პროკურორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

13:44 04-18-2018
161

სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა, დოდო აფრასიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაა.

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული აფრასიძეების დედამ, დოდო აფრასიძემ და ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადება გააკეთა და პროკურატურას მიმართეს.

მოვითხოვ, ზარალის ანაზრაურებას, მთავარ პროკურორთან შეხვედრას და ასევე მინდა შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან გავეცნო საქმის მასალებს და ვიყო საქმით ინფორმირებული, წინაღმდეგ შემთხვევაში ვაპირებ შიმშილს.  ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა 2019 წელს გადის, ვადის გასვლის შემდეგ დამნაშავე რომც გამოვლინდეს, ის დანაშაულის ჩადენის გამო პასუხს აღარ აგებს, სწორედ ეს გახლდა ჩემი და ჩემი ოჯახის გააქტიურების მიზეზეი“,- განაცხადა დოდო აფრასიძემ.

ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ისაუბრა იმ თემაზე, რომ დოდო აფრასიძე, როგორც დაზარალებული, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია, მისი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა.

როგორც ყველასთვის ცნობილია, 2004 წელს სახელმწიფომ ძალადობრივი ქმედებები განახორციელა და პრაქტიკულად სამხედრო იერიში მიიტანა აფრასიძეების ოჯახზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა ერთ ეზოში განთავსებული ორი სახლის დაბომბვა, ამ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშები, მოხუცი ადამაინები, დოდო აფრასიძეს მოუკლეს მეუღლე, ასევე ომეხ აფრასიძე დააკავეს და შემდეგ დაკავებული დახვრიტეს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს გოჩა აფრასიძეს, რომელიც სრულიად შემთხვევით გადარჩა. ოჯახი დარჩა საცხოვრებლის გარეშე და სახელმწიფო ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებს. დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ პროკურატურამ, დოდო და გოჩა აფრასიძე დაზარალებულად სცნო ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი არსებობს დაზარალებული და მაშინ უნდა არსებობდეს ბრალდებული მხარეც. დღემდე ეს ოჯახი გადმოხიზნულია სვანეთიდან და იმყოფებიან სხვის საკუთრებაში, ქირით. ბოლო ერთი წელია არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, ამან გამოიწვია ოჯახის გულის ტკივილი და ამავე დროს იმის საფუძვლიანი შიში, რომ 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა 2019 წელში გადის, ვადის გასვლის შემდეგ, რომც დადგინეს დამნაშავე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ის პასუხს არ აგებს, დოდო აფრასიძის მთავარი მოთხოვნა არის,  შეხვდეს მთავარ პროკურორს და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტს, რადგან პასუხი გასცენ, აპირებს თუ არა სახელმწიფო, აფრასიძეების ოჯახს აუნაზრაუროს ის ზიანი, რომელიც 2004 წელს მიაყენეს“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ



ავტორი: სესე კოპალეიშვილი