"ვერთიანდებით რუსუდან კვირიკაშვილის სიცოცხლისთვის" - საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში

13:48 04-18-2018
580

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“, აქვეყნებს განცხადებას, საქველმოქმედო კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც 26 აპრილს, საღამოს 20.00 საათზე, გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში - რუსუდან კვირიკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელსაც დაუდგინდა გაფანტული სკლეროზი(რემისულ-რედიციული მიმდინარეობა) G 35 რემისიის ფაზა:

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 26 აპრილს, 20:00 საათზე, გეგმავს, განახორციელოს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო კონცერტი, რუსუდან კვირიკაშვილის დასახმარებლად.

საქველმოქმედო საღამოს წამყვანები, მსახიობი ლევან ხურცია და ჟურნალისტი ნინო თოლორდავა იქნებიან. მონაწილეობენ: - ანსამბლი ივერიაანსამბლი სუხიშვილები, ქუჩის მუსიკოსები, იუმორინას პაროდისტები, ქართული ხმების ტრიო, ფორტე, მერაბ სეფაშვილითემურ თათარაშვილიზურა დოიჯაშვილირომა რცხილაძეთემო რცხილაძენოდიკო ტატიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე, თემურ ყვითელაშვილი და სხვები.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება, რუსუდან კვირიკაშვილის მკურნალობას, რომელსაც ესაჭიროება 200 000 ლარი - წერს, საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია“.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე