სკანდალი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში! - სინამდვილეში კეიტ მიდლტონს და მეგან მარკლის ერთმანეთის მიმართ არანაირი სიმპათია არ გააჩნიათ

15:09 04-18-2018
5046

ბრიტანელი პრინცების მეუღლეები, კეიტ მიდლტონი და მეგან მარკლი, რამდენიმე ხნით ადრე, პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონიამდე, დასავლური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ მიდლტონი და მარკლი, ერთად ხშირად არიან, ოფიციალურ, სამეფო ოჯახურ შეკრებებზე, სააგენტოები, ავრცელებენ ინფორმაციას,  რომ მათ, კონფლიქტური სიტუაცია აქვთ და ერთმანეთს ვერ იტანენ.

ინსაიდერების ინფორმაციით, კეიტს და მეგანს, სინამდვილეში, ერთმანეთის მიმართ არანაირი სიმპათია არ გააჩნიათ, არ უყვართ ერთად ყოფნა, მხოლოდ, პუბლიკის წინაშე უღიმიან ერთმანეთს და ტკბილად საუბრობენ. მიზეზი, სამეფო ოჯახის მიერ, დაწუნებული, ახალი წევრი, პრინცი ჰარის საცოლე, მეგან მარკლია. სწორედ კეიტია, ყველაზე მეტად უკმაყოფილო, მისი ქმრის, უმცროსი ძმის არჩევანით. კეიტი თვლის, რომ მეგანი და მისი წარსული ცხოვრება, არ შეეფერება, ბრიტანეთის მონარქიულ ოჯახს. 

მათი მეგობრული ურთიერთობები, სინამდვილეში, წარმოუდგენელია, სავარაუდოდ, ისინი მხოლოდ საზოგადოების წინაშე თამაშობენ, რომ უყვართ ერთმანეთი - ამბობს ინსაიდერი.  

ჰარი და უილიამი კი, მთელი ძალისხმევით ცდილობენ, მათ შერიგებას და ფიქრობენ, რომ ახლო  მომავალში, მოახერხებენ, მათ შორის კონტაქტის, დარეგულირებას.  

იხ. ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე