საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოება იყო. მეშახტეებმა ირაკლი კობახიძეს საკუთარი პრობლემები გააცნეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომლის განსახორციელებლად პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ელგუჯა გოცირიძე, კახა ოქრიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ.