დღეს ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით სხდომა 21:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაინიხლება სხვადასხვა საკითხები და მათ შორის იმსჯელებენ იმ პროცესებზე, რაც უმრავლესობის შიგნით ხდება.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ფაქტიურად ვის გამოც ეწყობა ეს სხდომა, მიიჩნევს, რომ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრება კარგი იქნებოდა. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობას შიდა დაპირისპირებები მოჰყვა, თუმცა უმრავლესობის წევრები არ აღიარებენ, რომ დაპირისპირებას სერიოზული სახე აქვს.