საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილისა და შეწყალების კომისიის წევრების შეხვედრა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დააანონსა, დღეს იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების საკითხზე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს შავი პიარი უწოდა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, საზოგადოებამ ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა.
პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ მორიგი განხილვის საგანი გახდა. მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე წარსულში ნასამართლევი და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია.
გიორგი მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა.