როგორ განმარტავენ უმრავლესობის სხდომის გადადებას გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია

11:16 04-19-2018
203

უმრავლესობის წევრები: გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია აცხადებენ, რომ უმრავლესობის სხდომა ხელოვნური მიზეზებით არ გადადებულა და აუცილებელია, რომ სხდომას უმრავლესოვის ყველა წევრი დაესწროს.

"საუბარი იმაზე, რომ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება, არ მგონია სწორი იყოს. უმრავლესობის სხდომა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში უნდა ჩატარდეს და კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული" - განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს.

მან ასევე განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით გუშინდელი მისი ნათქვამი არასწორად იყო აღქმული:

„უმრავლესობის სხდომაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა რამდენად სწორი იქნება, ვერ გეტყვით. რაც შეეხება პრემიერ კვირიკაშვილს, ის პარტიის თავმჯდომარეა და სრული უფლება აქვს სხდომას დაესწროს, პოლიტიკურ აქტიურობაში მონაწილეობა მიიღოს და პოზიციების შეჯერებას ხელი შეუწყოს. სხდომაში მისი მონაწილება აუცილებელია თუ არა, ეს მან უნდა გადაწყვიტოს" - განაცხადა ფოფხაძემ. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ სხდომას ყველა უნდა დაესწროს:

"ჩვენ გვინდა, რომ ყველა იყოს შეხვედრაზე, ამიტომ მოგვიანებით გადაწყდება, სად და როდის იქნება უმჯობესი უმრავლესობის სხდომის ჩატარება" - განმარტა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00-ზე ქუთაისში უნდა გამართულიყო. სხდომაზე უმრავლესობის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზეც უნდა ყოფილიყო განხილვა.

ავტორი: