კახიშვილთან დავილაპარაკებთ იმ მექანიზმებზე, რაც ჩვენ გვაქვს და რისი დახვეწაც შეიძლება - ზვიად ქორიძე

13:52 04-19-2018
126

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე შეხვედრის დაწყებამდე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის მხრიდან შეხვეხრის სურვილის ვამოთქმა.   

"იცით თქვენ, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა მორატორიუმი, რაც დროებითი ხასიათისაა, იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი აქვს კომისიას დაელაპარაკოს ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით და ვისაუბროთ იმ სტანდარტზე, რომლითაც ჩვენ ვმუშობთ და  არის თუ არა რამე რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეს სტანდარტი, ამაზე  იქნება დღეს საუბარი მინისტრ კახი კახიშვილთანაც. მან გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდეს კომისიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შეხვედრები კიდევ გვექნება და მოსაზრებასაც საზოგადოებას მეტად ვრცლად მივაწვდით. კახიშვილთან დავილაპარაკებთ იმ მექანიზმებზე, რაც ჩვენ გვაქვს და რისი დახვეწაც შეიძლება. თუ იქნება კონკრერულ დეტალებზე საუბარი და ალბათ იქნება,  ყველა ინფორმაციას მივაწვდით მინისტრსაც და მისგანაც მოვისმენთ პასუხს", - განუცხადა ქორიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმნინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთთან და შეწყალების კომისიის წევრებთან შეხვედრას ამ წუთებში მართავს. კახიშვილი პრეზიდენტს იმ რეკომენდაციებს გაუზიარებს, რასაც სამინისტრო უდოს კომისიის პროცესში მუშაობისას იყენებს. მარგველაშვილმა შეწყალების საკითხზე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს შავი პიარი უწოდა და ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა.

 

 

ნინო რაზმაძე