"People"-მ, 2018 წლის მსოფლიოში "ყველაზე ლამაზი ქალბატონი" გამოავლინა - "ჩემი შვილების არჩევანს ყოველთვის დავაფასებ და მათ იდეებს გავყვები"

15:04 04-19-2018
386

ჟურნალმა People-მ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალბატონი გამოავლინა. 2018 წლის მონაცემებით, დამსახურებული ჯილდო, ამერიკელ მომღერალს, პინკს(Pink) გადაეცა და სწორედ ის გახდა, ჟურნალის, გარეკანის სახე. 

People-სთვის მომღერალმა, ოჯახური ფოტოსესია მოაწყო, სადაც შვილებთან ერთად, 6 წლის უილოუსთან და ერთი წლის ჯეიმსთან ერთად, პოზირებს.  

გამომცემლობასთან ინტერვიუში, პინკმა, მისი ბავშვობის წლები გაიხსენა:

დედაჩები, ძალიან ბევრს მუშაობდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი, არ გაგვაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ძმასთან ერთად ვერთბოდი, დავდიოდით ველოსიპედით, ვსეირნობდით ტყეში, ხეებზე დავძვრებოდით და ცხოველების გადასარჩენად ვიბრძოდით. ჩვენ, ძირითადად, სპორტული ცხოვრებით ვიზრდებოდით- ამბობს მომღერალი.

ბავშვებმა, მთავარია იცოდნენ, რომ შენ, მუდამ მის გვერდით ხარ. ჩემი აზრით, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ არჩევანს ყოველთვის დავაფასებ და მათ იდეებს გავყვები. ჩემი მშობლები, ასე არ ფიქრობდნენ, მაგრამ ჩემს ქალიშვილს ყოველთვის ვეუბნები: - უილოუ, მე ყველაფერს გასწავლი, მაგრამ თუ შენ სხვაგვარად მოგინდება, გააკეთე ისე, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ - ამბობს პინკი.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე