შეწყალებასთან დაკავშირებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფ გაცვლაზე საუბარი - კახა კახიშვილი

15:30 04-19-2018
100

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს რამდენიმე პირობა შესთავაზეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფ გაცვლაზე საუბარი. 

"ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან და ამ შეხვედრის ფარგლებში გავუზიარეთ რაც გამოცდილება გვაქვს დანერგილი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თვალსაზრისით, ასევე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფ გაცვლაზე საუბარი. ამავდროულად, შევთავაზეთ საქართველოს პრეზიდენტს და ალბათ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ ძალადობრივ დანაშაულთა განსაკუთრებულ შემთხვევებზე კომისიის წევრებს მიეცემათ საშუალება, ზეპირი მოსმენა ჩაატარონ თავად დაწესებულებებში. ასევე ვისაუბრეთ, რომ დაიხვეწება მექნიზმები კონკრეტულად იმ კუთხითაც, რომ შეწყალების კომისია შესაძლოა გაფართოვდეს და მასში სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელიც იყოც, რომელიც ბუნებრივია, მიიღებს მონაწილეობას განხილვებში", - განაცხადა კახიშვილმა.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე