ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი სოფელ სანიორეში დაკრძალეს

16:10 04-19-2018
4754

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი სოფელ სანიორეში დაკრძალეს. დაკრძალვას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

ახალგაზრდა ქალი ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს შვილების თანდასწრებით დედის ყოფილმა მეუღლემ მოკლა.

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე სოფელ თელეთში მეორე დღეს დააკავეს. ასევე, დაკავებულია ბაქრაძის ბიძაშვილიც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.  

ავტორი: