ჟიზელ ბუდჰენი ოჯახთან ერთად ეგზოტიკურ გარემოში ისვენებს

16:11 04-19-2018
517

ბრაზილიელი სუპერმოდელი, ჟიზელ ბუდჰენი, მსოფლიოში, ერთ-ერთ წარმატებულ ქალბატონად ითვლება.  მას, არა მარტო საყვარელი ოჯახი, არამედ მაღალანაზღაურებადი სამუშაოც აქვს.  ბოლო დროს, ჟიზელი, სამოდელო სამყაროს იშვიათი სტუმარია, რადგან უმეტეს დროს, ოჯახს და შვილებს უთმობს. რამდენიმე დღის წინ კი, ჯიზელი, ოჯახთან ერთად, კატარში გაემგზავრა.  

მოდელმა და მისმა მეუღლემ, ტომ ბრედმა, რომლებმაც წელს, ქორწინების, 9 წლისთავი აღნიშნეს, გადაწყვიტეს, შვილებთან, 8 წლის ბენჯამენთან და 5 წლის ვივიენთან ერთად, ეგზოტიკურ გარემოში დაესვენათ. 

სუპერმოდელმა და მისმა მეუღლემ, Instagram-ზე ფოტოები ატვირთეს, სადაც ჩანს, რომ წყვილი, ფანტასტიურ გარემოში ისვენებს. ჟიზელმა, ტატუც კი გაიკეთა, რომელიც სამხრეთ ქვეყნების კულტურას ასახავს. 

მოდელი ცხადებს, რომ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ადგილობრივმა სამზარეულომ და კოლორიტულმა სუვენირებმა, მოახდინა. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე