ადვოკატი: გავიგებთ რამდენი დანა მონაწილეობდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის პროცესში

16:24 04-19-2018
140

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სხდომა იმართება.

საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დღეს ორი ექსპერტი და ერთი ექიმი დაიკითხება:

"ექსპერტი ისაუბრებს, რამ გამოიწვია სიკვდილი, რომელი ჭრილობა იყო მომაკვდინებელი და რომელი არა" - აცხადებს პროკურორი.

არასრულწლოვანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძის თქმით, სამედიცინო ექპსერტიზის გადახედვით შეასაძლებელია გაირკვეს, რომ კონკრეტული პიროვნების დაჭრაში არა ორი, არამედ მეტი ადამიანი მონაწილეობდა:

"ველოდებით, როდის წარმოადგენს ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნებს, სადაც გავიგებთ რამდენი დანა მონაწილეობდა აღნიშნული პიროვნების დაჭრის პროცესში. თუ დასაბუთებული, კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნა იქნება, ყველაფერს მოეფინება ნათელი და სასამართლოს ექნება უტყუარი მტკიცებულება" - აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებეთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - 2 დეკემბერს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: