სომხეთში ოპოზიცია გზების პიკეტირებას აპირებს. ამის შესახებ საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"მშვიდად და სწრაფად უნდა დაიბლოკოს ყველა გზა სომხეთში სატვირთო მანქანებით,"- განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.
ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც სომხეთის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.