პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება.
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ალბათ, იმ კვირაში ჩავატარებთ შეხვედრას, რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. არის ობიექტური წინაპირობები იმისთვის, რომ აღელვებას რაღაცნაირად მენეჯმენტი გავუკეთოთ და დაველოდოთ ისეთ პერიოდს, როდესაც ვიმსჯელებთ თემებზე, ურთიერთობებზე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვფიქრობ, ყოველაფერი კარგად იქნება, საზოგადოება მოელის ამას და დაიღალა ამ შიდა დაძაბულობით, რომელსაც რეალური წინაპირობა ნამდვილად არ გააჩნია", – განაცხადა გია ვოლსკიმ.