გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქე, 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი წაიყვანეს.
მესტუმრიშვილი მწყემსია. იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა. დამატებით დეტალებს "პრაიმტაიმი" სუსთან არკვევს.