ჰლოი კარდაშიანის პატარა ქალიშვილს უკვე საკუთარი "Instagram" აქვს - ახალშობილის უცნაური სახელი

13:30 04-20-2018
931

ჰლოი კარდაშიანი და ტრისტან ტომპსონი, ერთი კვირის წინ, მშობლები გახდნენ. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც სახელად, ტრუ(True) დაარქვეს და რომელსაც უკვე საკუთარი Instagram-ი და ათასობით თავყვანისმცემელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ტრუს არც ერთი ფოტო არ მოიპოვება, სამაგიეროდ 200 000 ხელმომწერი ჰყავს, რომლებიც ახალ ინფორმაციებს, ელოდებიან. 

ტრუს Instagram-ის გვერდი, მისმა ბებიამ, კრის ჯენერმა შექმნა. ეს, კარდაშიანების ბავშვებს შორის, პირველი პერსონალური გვერდია. 

ამ დრომდე, უცნობია, რა ურთიერთობა აქვთ, ჰლოის და ტრუს მამას, ტრისტან ტომპსონს.

შეგახსენებთ, რომ მშობიარობამდე, რამდენიმე დღით ადრე, ტრისტანი, ღალატში ამხილეს. 

იხ. ფოტოები:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე