თბილისის მერია ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება. ამასთან დაკავშირებით, გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.