პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები ტყიბულის შახტში 300 მეტრ სიღრმეზე ჩავლენ, შემდეგ მოთხოვნებს მოისმენენ

15:31 04-20-2018
95

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის წევრი დიმიტრი მხეიძე ტყიბულის შახტში ჩავლენ და მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

შახტის ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, შახტში, დაახლოებით 300 მეტრ სიღრმეზე „საქნახშირის” ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ჩავლენ. პარლამენტის წევრები მეშახტეებს გაესაუბრებიან და მათ მოთხოვნებს მოისმენენ. 

 

ავტორი: