პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერ ადრეა და „ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს.
„საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება. კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.