აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები, რომლებმაც აგარიდან 100 კილომეტრი ფეხით გამოიარეს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში სამუშაო პროცესი გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია. აქციის მონაწილეები „აგარის შაქრის“ ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ.