ორშაბათს, 22:00 საათზე, „მხოლოდ ქართულის“ ლაივ კონცერტები სტარტს აიღებს „რუსთავი 2“-ის ეთერში. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით სავარაუდოდ ორშაბათს რუსთველის თეატრში ლაივკონცერტს გიორგი გაბუნია და დიკო ჯოჯუა გაუძღვებიან.
ჩვენ დიკოს დავუკავშირდით.
- ამ ეტაპზე პროექტის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორშაბათს ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელოდება „რუსთავი 2“ -ის მაყურებელს.
- ანუ შემოთავაზება იყო თუ არა, არ მიდასტურებთ?
- ამას ტელეეკრანიდან შეიტყობს ჩვენი მაყურებელი.