ვინ არის სამეფო ოჯახის "ყველაზე ლამაზი წევრი" - პრინცესა დიანას ვაჟების რეიტინგი

16:26 04-20-2018
1060

ბოლო დროს აღიარებული, სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით ჩატარებული, გამოკვლევის თნახმად, რამდენიმე ცნობილი ადამიანის რეიტინგს გავეცანით, მათ შორის იყვნენ, დენიელ კრეიგი - ყველაზე უშნო ქერა ქალბატონი, ჯესიკა ალბა - ყველაზე მომხიბვლელი სიარულის მანერა. ამ ეტაპზე, კომპიუტერული პროგრამით, გამოიკვლიეს, სამეფო ოჯახის, ყველაზე ლამაზი წევრი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრინცი ჰარი, სამეფო ოჯახის ყველაზე ლამაზ წევრად ითვლება.   

კომპიუტერული პროგრამის კვლევის მიხედვით, პრინცი ჰარის გარეგნობა, საზოგადოების 81,4%-ს, იდეალურად მიაჩნია, როცა მისი ძმის, პრინცი უილიამის რეიტინგი -  80,9%-ია. მესამე ადგილს, პრინცესა ანას ვაჟი, 40 წლის, პიტერ ფილიფსი იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა, ზარა ფილიფსის მეუღლე, რაგბის ყოფილი მოთამაშე, 39 წლის, მაიკ ტინდალი - 76,7%-ით. 

პლასტიკური ქირურგის, დოქტორის, ჯულიან დე სილვას ინფორმციით, საზოგადოების უმეტესობას აინტერესებს,  პრინცესა დიანას ვაჟებს შორის, რომელი უფრო ლამაზია. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე, პრინცების თაყვანისმცემლებისთვის პრობლემა, გადაჭრილია. კომპიუტერული პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის რეიტინგი, ამ კითხვის დამადასტურებელია.

კომპიუტერული პროგრამის სისტემამ, ძირითადად ჰარის, სახის ნაკვთების ფორმა გამოსახა -  მისი სახის იდეალური სიგრძე, ტუჩს და ცხვირს შორის სხვაობა და ასევე თვალებს შორის მანძილი. უილიამს, ყველაზე დიდი მოწონება, მისი ცხვირის ფორმამ და თვალებს შორის დაშორებამ დაიმსახურა - ამბობს დოქტორი სილვა. 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე