ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სასამართლოზე ჩვენება იმ ექსპერტმა მისცა, ვინც გარდაცვლილის ცხედარი გაკვეთა. მან გარდაცვალების მიზეზებზე ისაუბრა.
ასევე დაიკითხა პატრულ-ინსპექტორიც, რომელიც 2004 წელს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
გურამ დონაძე, რომელიც საქმეში ფირების გაყალბებისთვის ერთ-ერთი ბრალდებულია აცხადებს, რომ ბრალდების მოწმეებმა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცეს:
„ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალია და ჩანს მაზანდარაშვილი იარაღებთან ერთად, როგორ პოულობს პატრული იარაღს. რომელს დავუჯერო მის ჩვენებას სადაც ამბობს, რომ დილის ექვს საათზე მოვიდა და ამ დროს თურმე მე ერთი მოწმის ჩვენებით იქ ვარ და კადრებს, დუბლიკატებს ვიღებ, თუ ზანდარაშვილს, რომ არ ვარ" - განაცხადა დონაძემ ჟურნალისტებთან.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მოწმის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მივიდა მაშინ როდესაც ჩხრეკა დასრულებული იყო და მიმდინარეობდა გადაღება, სინამდვილეში ვიდეოექსპერტიზის მიხედვით ქრონოლოგიაა დარღვეული:
"მომწემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა მაშინ, როდესაც ჩხრეკა უკვე დასრულებული იყო და გადაღება ამ პერიოდში მიმდინარეობდა. ვიდეოექსპერტიზის დასკვნით, კი წყვეტა, რომელიც ფიქსირდება ერთი წუთისა და სამი წამის შემდგომ, ქრონოლოგია ამით ირღვევა" - განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ.