პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს 23 აპრილს, 15:00-ზე გამოაცხადებს.
თადარიგის პოლკოვნიკის წამების საქმე ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბაჩო ახალაიას, მთავრი საგამოძიებო უწყება თეთრაძის წამებას, ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და მეგის ქარდავას კი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას ედავება, საქმის ამ ეპიზოდს გრიფით საიდუმლო ადევს.
სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს. 23 სექტემბერს ის გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის და კიდევ სამი პირი სერგეი ჩაპლიგინი, გია გორელაშვილი და დავით ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2011 წელს ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი მისი მოადგილე იყო, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე.