თემქაზე კორპუსის მე-6 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

17:51 04-20-2018
3463
თეგები: თემქა

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გოგონა მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თემქის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გოგონა კონტაქტური იყო, როდესაც სტაციონარში გადაიყვანეს, - აღნიშნეს შსს-ში.