Dolce & Gabbana ისევ აგრძელებს ქალაქების და ქვეყნების დაპყრობას, რის გამოც ხშირად არღვევს საკუთარ ტრადიციებს. მოდის სახლმა რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკი დაიპყრო, ხოლო გუშინ კი მეხიკო. შოუ გაიმართა ხელოვნების მუზეუმში - Soumaya. უძველესი ქანდაკებების მუზეუმი გახდა თანამედროვე პოდიუმი, რომლის მუსიკალურ ფონს საოპერო არიები ამშვენებდა.