დავით ნებიერიძე: "მერწმუნეთ, ქვეყანაში იმხელა ცოდვა ტრიალებს, რომ თავისი სავარძლებიანად გამოიტანენ კაბინეტებიდან"

22:01 04-20-2018
471

ხელისუფლება ახლა უნდა ფიქრობდეს, რომ მეტნაკლებად ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებაზე - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ნიბიერიძემ გადაცემაში თავისუფალ სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად განაცხადა. 

ხელისუფლების 7 წლისთავზე ასეთი სიტუაცია, რომ არის ქვეყანაში, ეს ხელისუფლება იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ უკვე რა ძირეული ცვლილებები განახორციელოს და როგორ გამოასწოროს ვითარება, არამედ ახლა უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მეტნაკლებად ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან. იმხელა ცოდვა ტრიალებს ქვეყანაში, ამათ თუ დღეს დაიწყეს და ჩაეპოტინნენ ხელისუფლებას, მერწმუნეთ, რომ თავიანთი სავარძლებით გამოიტანენ კაბინეტებიდან და ძალიან ცუდად დამთავრება ეს საქმე  - განაცხადა ნებიერიძემ.