პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში კიდევ 1000-მდე ბავშვს მონათლავს

09:44 04-22-2018
326

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 1000-მდე ბავშვს მონათლავს.

ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ. 

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

იმისათვის, რომ პატრიარქის ნათლული გახდეს ბავშვი, საჭიროა ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო შვილი იყოს. პატრიარქმა დემოგრაფიული სიმცირის გამო დააწესა საყოველთაო ნათლობა და 2008 წლიდან დღემდე, მას 34 602 ნათლული ჰყავს.

 

ავტორი: