ერევანში, სასტუმრო „მარიოტში“ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი აქციების ორგანიზატორ ოპოზიციონერ დეპუტატს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
შეხვედრაზე სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა, რომ ხალხის სახელით საუბრის უფლება მას არ აქვს და შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციონერ ლიდერს დაეკისრება.
შეხვედრა სერჟ სარგსიანმა მალევე დატოვა.
ნიკოლ ფაშინიანს კომენტარი არ გაუკეთებია.
სომხეთის დედაქალაქში აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერთან სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ აქციების გაგრძელებას აპირებს, – ამის შესახებ მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„სერჟ სარგსიანი ერევანში რაც ხდება, ადეკვატურად ვერ აფასებს. ის ხელისუფლებაში აღარ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი