ყოველი წლის გაზაფხულზე სტამბულში, ულამაზესი ტიტების ფესტივალი ეწყობა. ტიტა სტამბულის ერთ-ერთი ტრადიციული სიმბოლოა.
აპრილის თვე სტამბულში სამოგზაუროდ საუკეთესოა, რადგან ყვავილების მოყვარულებს უამრავი სხვადასხვა სახეობის ტიტის ნახვა და შეძენა შეუძლიათ.
მეყვავილეები სხვადასხვა ფერის ყვავილებისაგან ულამაზეს თაიგულებს და ნამუშევრებს აკეთებენ. პარკებში, მოედნებზე, სანაპიროზე, მეჩეთებთან და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში უამრავ სანახაობრივ ტიტებისგან შემდგარ ნამუშევარს ნახავს ადამიანი. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი, ფესტივალის ფარგლებში 200 ჯიშის დაახლოებით 30მლნ ტიტაა წარმოდგენილი.