hellomagazine-ის ინფორმაციით, 68 წლის გირმა და მისმა 35 წლის რჩეულმა ხელი ესპანეთში უკვე მოაწერეს და ამჯერად ურთიერთობის გაოფიციალურებას ამერიკაში აპირებენ. საქორწილო ცერემონია კი მაისის დასაწყისში გაიმართება, მეუღლეები ხელს ნიუ-იორკში, მსახიობის სახლში მოაწერენ და ღონისძიებას წყვილის უახლოესი მეგობრები დაესწრებიან.
სამი წლის წინ ურთიერთობის შემდეგ, ცნობილი. წყვილი გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ალეჰანდრა სილვას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. რიჩარდ გირს კი, მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი.