მეორე აფეთქებას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

14:12 04-22-2018
1864

ავღანეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ოფიციალური ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ბაგლანის რაიონში მოხდა. სამიზნე ამჯერადაც ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრი იყო. 

ინფორმაციას tolo news ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე ამომრჩეველთა სარეგისტრაციო პუნქტს ავღანეთის დედაქალაქშიც დაესხნენ თავს. ქაბულში დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 31, ხოლო დაჭრილთა კი 57-ია.

დაღუპულთა შორის ბავშვები და ქალებიც არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობას თავზე არც ერთი დაჯგუფება არ იღებს. მოძრაობა "თალიბანი" ორივე შემთხვევაში თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

ავტორი: