"ერთ დღეს, საქართველო ნატოს წევრი გახდება" - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

10:47 04-23-2018
79

ბათუმში, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გაიხსნა. სემინარი სამ დღეს გაგრძელდება.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი ეწვია. 

პაოლო ალის განცხადებით, საქართველო აუციებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებაზე:

"ერთ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდება და მანამდე პარტნიორობა უნდა გავაღრმავოთ. საამისოდ რეფორმების გაგრძელებაა საჭირო. საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპული უსაფრხოების ნაწილია. ჩვენ შევიკრიბეთ იმ გაუგებრობების ფონზე, რაც რეგიონშია. რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე, გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ანექსირებულია ყირიმი. რუსეთი იბრძვის პოზიციების გამყარებისთვის  სირიაშიც, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით დიდი ამოცანა დგას. საქართველო არის არაჩვეულებრივი მაგალითი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება,  დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი,"- განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

 

ავტორი: