ვის ემუქრება მოკვლით და რას თვლის ქართველი კაცის ნაკლად ია ფარულავა - exclusive

11:57 04-23-2018
1407

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ია ფარულავასთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

– ია, რა არის ქართველი კაცის მინუსი?

– უხასიათოები არიან, განსაკუთრებით დილით. ეს სოსისი არ მომწონს, ეს წინდა რად მინდა, ის პერანგი სად არის. და ამ ყველაფერს უძლებენ ჩემი მეგობრები. მე არ მინდა, არ შემიძლია. რატომ უნდა მოვუარო. მე მირჩევნია, ჩემს თავს მოვუარო, ან აქეთ მომიარონ. ამიტომაც გამოვიყურები კარგად ამ ასაკში... ეხლა რემონტი მაქვს, ახალი ბინა ვიყიდე და თუ გაიგეთ, რომ მე დამიჭირეს და ციხეში აღმოვჩნდი, იცოდეთ, რომ მე მოვკალი პრარაბი (იცინის). 

– რატომ, სწრაფად გინდა თუ არაპროფესიონალი შეგხვდა?

– ძალიან სწრაფად მინდა. პატარა ბინაში ვცხოვრობდი და ის ბინა გავყიდე. ფული მჭირდებოდა რემონტისთვის. მყიდველს უნდა, ჩემი ბინა გააქირაოს და მე ისევ იქ ვცხოვრობ. მეგობრებმა კი შემომთავაზეს თავისი სახლები, მაგრამ ვის მივადგე ამ ორი კატით, აფუჩეჩებენ ყველაფერს. ამიტომ მოველაპარაკე ჩემი ბინის ახალ პატრონს და ჩემივე ბინაში ქირით უნდა ვიცხოვრო. მოსაკლავი არ არის ახლა ეგ პრარაბი (იცინის)?!

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი