დღეს, წიგნის საერთაშორისო დღეა

12:10 04-23-2018
96

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. 

დღის განმავლობაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 

რიყის პარკში, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც ქალაქ თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. 

ღონისძიების ფარგლებში, ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი წიგნებზე სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს საზოგადოებას.

გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან. ასევე, დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.

ავტორი: