ქეით მიდლტონი მშობიარობს

12:16 04-23-2018
444

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი, მესამე შვილს მალე გააჩენს.

იგი ლონდონის სენტ-მერის საავადმყოფოში სამშობიაროდ გადაიყვანეს. ინფორმაციას Express ავრცელებს.

ქეითსა და პრინც უილიამს უკვე ორი შვილი: პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ჰყავთ.

მათი მესამე შვილი ბრიტანეთის ტახტის მეხუთე პრეტენდენტი გახდება. 

ავტორი: