ამერიკელი მსახიობი, კომიკური როლების უბადლო შემსრულებელი და კასკადიორი, ვერნ ტროიერი, 21 აპრილს, ლოს-ანჯელესის კლინიკაში, 49 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
ვერნი, დაიბადა 1969 წლის 1 იანვარს, მიჩიგანის შტატში, ქალაქ შტერჯისში. 1987 წელს, დაამთავრა სკოლა. მისი დებიუტი, 1994 წელს შედაგ, ფილმში ჩვილი ბავშვი გასეირნებაზე, სადაც მსახიობი, დუბლიორად გვევლინაბა. 1999 წლამდე, მსახიობი, ძირითადად კასკადიორად მუშაობდა და ეპიზოდორ როლებს ასრულებდა. 2004 წლის 22 თებერვალს, ვერნ ტროიერმა, ჟენევიევ გალენზე იქორწინა, თუმცა, მათი ქორწინება, მეორე დღესვე ანულირებული იყო.
ტროიერი, მსოფლიო კინოს ისტორიაში, ყველაზე დაბალი ტანის მსახიობი იყო. მისი სიმაღლე, 81 სანტიმეტრი იყო. მისი შესრულებული როლებიდან, ყველაზე დიდი პოპულარულობა, მინი-მეს როლმა მოუტანა, ფილმიდან ოსტინ პაუერსი: შპიონი, რომელმაც შემაცდინა. მისი განუმეორებელი როლები, აღსანიშნავია, ასევე ფილმებიდან, მამაკაცები შავებში, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, სურვილების ამსრულებელი, ჩემი გიგანტი, საქსის გურუ და სხვები.
ცნობილი მსახიობი, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, დეპრესიით და ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული. რამდენიმე კვირის წინ, ვერნი, ალკოჰოლური მოწამვლის დიაგნოზით, კლინიკაში გადაიყვანეს. მისი გადაცვალების, ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ვერნ ტროიერი, 2018 წლის 21 აპრილს, ლოს-ანჯელესში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: