"აგენტი 007"-ის პერსონაჟს დენიელ კრეიგს და რეიჩელ ვაისს პირველი საერთო შვილი შეეძინათ

14:24 04-23-2018
395

48 წლის მსახიობს რეიჩელ ვაისს და აგენტი 007-ის პერსონაჟს, 50 წლის დენიელ კრეიგს, პირველი საერთო შვილი შეეძინათ. ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია, პირველად რეიჩელმა The New York Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მე და დენიელი ბედნიერები ვართ, ახლო მომავალში, პატარა ადამიანი შემოგვემატება. ინტერესით ველოდებით, როდის მოევლინება, ოჯახის ახალი წევრი, როდის გავიცნობთ ერთმანეთს - ეს ხომ საიდუმლო შეხვედრა იქნება- ამბობს რეიჩელ ვაისი ინტერვიუში.   

შეგახსენებთ, რომ რეიჩელი და დენიელი, 7 წლის წინ დაქორწინდნენ. ქორწილის ცერემონია, 2011 წელს, ლოს-ანჟელესში საიდუმლოდ შედგა, რომელსაც მხოლოდ, 4 წევრი ესწრებოდა.

პირველი ქორწინებიდან, კრეიგს, 25 წლის ქალიშვილი, ელა, მსახიობ ფიონა ლაუდონთან ჰყავს, ხოლო ვაისს - 11 წლის ვაჟი, ჰარი, რომელიც, რეჟისორ დარენ აროფონსკისგან შეეძინა. 

 იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე