პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ახალაიას ამ რიგით მეექვსე საქმეზე ყველა ეპიზოდში გამტყუნდა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესს არც ბაჩო ახალაია და არც მისი ადვოკატი დასწრებია.
ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, აღძრული ხუთი საქმიდან, ბაჩო ახალაიას სასამართლომ ოთხ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, მეხუთე საქმეზე, რომელიც ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის სახელითაა ცნობილი, ერთ-ერთ ეპოზოდში, რომელიც რუსთავის ნომერ პირველ დაწესებულებაში პატიმრების ცემას ეხებოდა ახალაია გამტყუნდა და ახლა ამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი ციხის ბუნტის საქმეზეც, თუმცა, ახალაია ამ კონკრეტულ საქმეზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკიშვლმა შეიწყალა.
თადარიგის პოლკოვნიკის წამების საქმე ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ბაჩო ახალაიას, მთავრი საგამოძიებო უწყება თეთრაძის წამებას, ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და მეგის ქარდავას კი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას ედავებოდა, საქმის ამ ეპიზოდს გრიფით საიდუმლო ადევს.
სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს, კიდევ კიდევ სამ პირთან: სერგეი ჩაპლიგინთან, გია გორელაშვილთან და დავით ლონდარიძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 23 სექტემბერს თეთრაძე გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში გარდაიცვალა.
2011 წელს ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი მისი მოადგილე იყო, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე. თეთრაძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 13 აპრილს წარმოთქვა.
ნინო რაზმაძე