რა საქმეებში მიუძღვის ბრალი ბაჩო ახალაიას და რომელ საქმეებზე დადგა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი

17:14 04-23-2018
161

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა ბაჩანა ახალაიას მიმართ განხილულ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, დაცვის მხარის ინფორმაცია, რომ ბაჩანა ახალაია ოთხ საქმეშია გამართლებული არასწორია, რადგან მის მიმართ რეალურად მხოლოდ 2 გამამართლებელი განაჩენი დადგა, დანარჩენ ოთხ საქმეში კი სასამართლომ იგი დამნაშვედ სცნო :

დღევანდელი განაჩენით, ბრალდებულები: ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მათ შროს სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასა და მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრებითი ქმედების ორგანიზებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. 

ასევე, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ იქნა ცნობილი  დავით ლონდარიძის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ასევე, გიორგი გორელაშვილის მიმართ  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში.  დღევანდელი განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ კონკრეტული სამოხელეო დანაშაულის, მათ შორის, სამსახურეობრივი სიყალბისა და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისათის.  თითოეული ქმედებისთვის მას განესაზღვრა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სასჯელის სახედ მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა დაიწყება პატიმრობის შეფარდების დღიდან. ასევე, ბაჩო ახალაიას ჩამოერთვა თანამდებობის დატოვების უფლება. ასევე, დამნაშავედ სცნო სასამართლომ ნიკოლოზ ძიმცეიშვილი მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში სამსახურეობრივი სამსახურეობრივი სიყალბეზე დახმარებას  მითვისებაში, მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, როდესაც განხორციელდა  კონკრეტული დანაშაულები, იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე. უშუალოდ მისი მითითებითა და დავალებით მოხდა სამსახურებრივი სიყალბის განხორციელება.

 

სასამართლომ განაცხადა, რომ ახალაია გამართლდა სერგეი ჩაპლიგინის წამების ეპიზოდში, ამ  შემთხვევაში, ეს არის სამართლებრივი განმარტება, მას ბრალდებიდან ამოერიცხა კონკრეტულ პირთან მიმართებაში კონკრეტული  ქმედება,  თორემ, იგი დამნაშავედ არის ცნობილი ე.წ  ჯაშუშების საქმეში ყველა პირის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება გრიფით საიდუმლო საქმეს, ამ ნაწილშიც დამნაშავედ სცნო სასამართლომ. მას ბრალი ედებოდა, რომ მეგის ქარდავას დაეხმარა გაეფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა.  საუბარია 60,000 ლარზე.  

 

საზოგადოებას უტრირებულად აქვს ინფორმაცია მიწოდებული, ბაჩანა ახალაიას მიმართ დღეს უკვე არის მეოთხე  გამამტყუნებელი განაჩენი. ერთ-ერთ ეპიზოდზე ე.წ ბუნტის საქმეზე, იგი შეწყალებულ იქნა  პრეზიდენტის აქტით. ბაჩანა ახალაია მსჯავრდებულია ე.წ გირგვლიანის ეპიზოდში, ასევე, მსაჯვრდებულია ე.წ ნავთლუღის  საქმეში და მისჯილი აქვს 7 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.  ამ შემთხვევაში მსჯავრდებულია მსჯავრდებულების წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის. დღევანდელ  დღეს მის მიმართ დადგა მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენი. მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა მხოლოდ 2 სისხლის სამართლის საქმეზე და არა ოთხ საქმეზე, რომლის უტრირებასაც ახდენს მისი დაცვის მხარე. აქ საუბარია ეპიზოდებზე და არა საქმეებზე - განმარტა საქმის პროკურორმა.

თადარიგის პოლკოვნიკის წამების საქმე ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ბაჩო ახალაიას, მთავრი საგამოძიებო უწყება თეთრაძის წამებას, ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და მეგის ქარდავას კი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას ედავებოდა, საქმის ამ ეპიზოდს გრიფით საიდუმლო ადევს.

სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს, კიდევ კიდევ სამ პირთან: სერგეი ჩაპლიგინთან, გია გორელაშვილთან და დავით ლონდარიძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 23 სექტემბერს თეთრაძე გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში გარდაიცვალა. 

2011 წელს ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი მისი მოადგილე იყო, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე.

ავტორი: