"ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინებ სიმართლეს" - ბაჩო ახალაია

17:28 04-23-2018
938

ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს სასამართლომ დამნაშვედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. პროტესტის ნიშნად სასამართლოს არც მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი დასწრებია. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ახალაიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

"ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს" - წერს ახალაია სოციალურ ქსელში.

 



ავტორი: