რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ სამეფო ოჯახს, ახალი წევრი შეემატა.
პრინცი უილიამის მეუღლემ, ქეით მილდტონმა, დღეს, ლონდონის დროით 11. 01 წუთზე, იმშობიარა. ეს, მისთვის მესამე მშობიარობა იყო.
ინფორმაცია, კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ Twitter-ზე გავრცელდა, სადაც სამეფო ოჯახი, პოსტს აქვეყნებს. მათი წყაროს ცნობით, ქეითს და უილიამს, მეორე ვაჟი შეეძინათ.
მშობიარობის პროცესი, პადინგტონში, წმ. მარიამის სახელობის კლინიკაში მიმდინარეობდა. ახალშობილი და დედა, თავს კარგად გრძნობენ, პატარა უფლისწულის წონა 3, 827 კგ-ია.
სავარაუდოდ, სამეფო ოჯახი, ახალშობილის ფოტოებს, რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.
იხ. ფოტოკოლაჟი: