ყველაზე მეტი პრობლემა წყალმომარაგების სექტორშია, რაც წყლის ხშირი შეწყვეტით გამოიხატება - ენერგოომბუდსმენი

10:10 04-24-2018
86

ენერგოობმუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, დღეს პარლამენტს 2017 წლის მომხმარებელთა უფლებრივ ანგარიშს წარუდგენს. 

სხდომაზე გასული წლის იმ პერიოდის იმ პრობლემებზე ისაუბრებენ, რაც გასულ წელს ენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში დაფიქსირდა.

სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, გაზის სექტორში მთავარ პრობლემას უსაფრთხოება წარმოადგენდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის სექტორს, იქ შენარჩუნებული იყო ხანდაზმული დავალიანებები.

ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ ყველაზე მეტი პრობლემა წყალმომარაგების სექტორშია, რადგან უკვე მეორე წელია, რაც წყალმომარაგების სექტორი საჩივრების რაოდენობით ლიდერია. საჩივრები ძირითადად წყლის ხშირი შეწყვეტის გამო არსებობს. 

ვარდიაშვილი იმედოვნებს, რომ არსებული საკანონმდებლო ხარვეზები გამოსწორდება.

ავტორი: