შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუპერმარკეტ „იოლის“ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ი. შ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი"-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ბრალდებულის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.