თბილისში, ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს, ცივი იარაღის მუქარით, თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს

11:15 04-24-2018
123
თეგები: ყაჩაღობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 23 აპრილს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს ცივი იარაღის მუქარით, თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის მუხლის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: