ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ახლობლებმა აქცია გამართეს

12:11 04-24-2018
156

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის პარალელურად სასამართლოსთან, აქცია -  ლოზუნგით „ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი” მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სამართლიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებითსაავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.