მოსკოვის სასამართლოში ადვოკატმა პროცესზე საქმის მასალები შეჭამა

13:32 04-24-2018
114
თეგები: მოსკოვი

მოსკოვის სასამართლომ 50 ათასი რუბლით დააჯარიმა და სამკურნალოდ გაუშვა იურისტი, რომელმაც სხდომაზე ადმინისტრაციული საქმის დოკუმენტაცია შეჭამა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რია" ავრცელებს.

ადვოკატი მაქსიმ ბუშინი მოსკოვის მოქალაქის ინტერესებს იცავდა, რომელსაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრებოდა, რადგან მან ალკოჰოლზე სამედიცინო შემოწმება არ გაიარა. 

სასამართლოს დროს, ადვოკატს საქმის მასალის გადაცემა მოსთხოვეს, მაგრამ ამ დროს მან დოკუმენტები დახია, რომელზეც ალკოტესტის შედეგი იყო და პროკურორის თვალწინ შეჭამა.